• ფასადის & ინტერიერის ფილები
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური
  • სამშენებლო & სარემონტო ხსნარები
  • ფასადის სისტემები & პანელები
  • თიხის კრამიტი & სახურავის აქსესუარები
  • აგურის ქვაფენილი
  • იატაკის ფილები
  • ბუნებრივი გრანიტი
  • დეკორატიული გაბიონები

ფოტოგალერეა - ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი აგური

ცეცხლგამძლე აგური & აგური სპეციალური

აგური სპეციალური & აკუსტიკური აგური
აგური სპეციალური – ამ კატეგორიაში ჩვენ წარმოგიდგენთ სპეციალური დანიშნულების მქონე აგურს;
აკუსტიკური აგური,წყალგაუმტარი აგური და ცეცხლგამძლე აგური.სპეციალური დანიშნულების აგური ფართოდ გამოიყენება სამრეწველო,საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობაში და  მოპირკეთებაში,რაც შენობა-ნაგებობის მრავალწლიან და უპრობლემო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

  • აკუსტიკური აგური – გამოყენებეს სფეროები ძალზე ფართოა და მოიცავს როგორც ექსტერიერის,ისე ინტერიერის კედლების მოპირკეთებას ან ამ ტიპის აგურით აშენებას.აკუსტიკური აგური ხშირად გამოიყენება ხმაურის დასახშობად და მისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად.ამ აგურით აშენებენ და აპირკეთებენ გვირაბის,ღობის და ინტერიერის კედლებს.აკუსტიკური აგური იწარმოება განსხვავებული ზომებით,რაც სამშენებლო ან/და მოსაპირკეთებელი ობიექტის ფართის მოცულობის,მოსაპირკეთებელი ფართობის და დასახშობი ხმაურის დონის მიხედვით ირჩევა.
  • წყალგაუმტარი აგური,ანუ როგორც მას უწოდებენ,არხების სამშენებლო ან/და მოსაპირკეთებელი აგური,რომელსაც იყენებენ მკვეთრად ექსტრემალურ პირობებში.წყალგაუმტარი აგური უმეტესად გამოიყენება ბასეინების,წყლის არხების,საკანალიზაციო და საირიგაციო სისტემების გამართვაში,
    მშენებლობაში ან უკვე არსებული ობიექტების მოპირკეთებაში.აგური გამოირჩევა ძალზე მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით,ამიტომ მისი აგრესიულ გარემოში გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.ამ კატეგორიის აგური აგრეთვე გამოიყენება სახლების ფუნდამენტების გამაგრებაში.
  • ცეცხლგამძლე აგური – ამ კატეგორიაში შედის აბსოლუტურად მთელი ჩვენი ასორტიმენტი.ეს არის განპირობებული აგურის გამოწვის ტექნოლოგიით,რადგანაც კლინკერის აგური,განსხვავებით სხვა ჩვეულებრივი აგურის გამოწვისაგან,მზადდება 1100ºC-1400ºC ტემპერატურებზე.ცეცხლგამძლე აგური უმეტესად გამოიყენება ბუხრების ღუმელების ასაშენებლად,თუმცა კლინკერის აგურის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ თამამად მოაპირკეთოთ ზედაპირი,რომელსაც ცეცხლთან გააჩნია პირდაპირი შეხება.

კლინკერის აგური ცნობილია უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლებით,მას იყენებენ მრავალსართულიანი სახლების საძირკველის გამაგრებისათვის,ასევე იქ,სადაც პროდუქციის გამძლეობას და საექსპლუატაციო ვადებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.გერმანული აგური მრავალი ათწლეული მოემსახურება თავის მომხმარებელს,რისი მრავალი მაგალითიც არსებობს.ქვედა პანელებში მოყვანილია სპეციალური აგურის გამოყენების მაგალითები.სპეციალური გამოყენების აგურის გარდა ჩვენს ასორტიმენტში არის ასევე სპეციალური ზომების და ფორმების მქონე დიზაინერული აგური,რომლის გამოყენებით ფასადის ნებისმიერი დზაინის შესრულებაა შესაძლებელი.ასორტიმენტი იხილეთ აქ – დიზაინერული აგური

შექმენით თქვენი ობიექტის დიზაინიOBJECT DESIGN
პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

კლინკერის ცეცხლგამძლე აგური & ფილა - გამოყენება

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

წყალგაუმტარი აგური & აგური აკუსტიკური - გამოყენება

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

სამშენებლო სერვისები