• ფასადის & ინტერიერის ფილები
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური
  • სამშენებლო & სარემონტო ხსნარები
  • ფასადის სისტემები & პანელები
  • თიხის კრამიტი & სახურავის აქსესუარები
  • აგურის ქვაფენილი
  • იატაკის ფილები
  • ბუნებრივი გრანიტი
  • დეკორატიული გაბიონები

ფოტოგალერეა - ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი აგური

ფასადის აგურით მოპირკეთება

FASADEBIS AGURIT MOPIRKETEBA
ფასადის გერმანული აგურით მოპირკეთება და ფასადის მოწყობა განსხვავებული წესით ხორციელდება,
რაც განპირობებულია თვითონ აგურის ტექნიკური მონაცემებით და აგურის კედელზე წყობის გერმანიაში მოქმედი სტანდარტებით.გერმანული აგური ძირეულად განსხვავდება სხვა ანალოგიური ნაწარმისაგან რამოდენიმე ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლით,ამიტომ სახლის მოპირკეთება განსხვავებული მკაცრი სტანდარტებით ხორციელდება.განვიხილოთ,თუ როგორ უნდა მოვაპირკეთოთ ობიექტი გერმანული კლინკერის აგურით და რა სტანდარტები უნდა დავიცვათ,რათა ხარისხი იქნეს შენარჩუნებული;

  1. კლინკერის აგური გამოირჩევა ძალზე დაბალი წყალშთანთქმით,რომლის მაჩვენებელი მერყეობს 1%-8% ფარგლებში.ეს მაჩვენებელი პირდაპირაა დამოკიდებული აგურის წარმოების და გამოწვის წესებთან (გერმანიაში გამოწვა ხორციელდება 1100ºC-ის ზევით),რაც აგურის შიდა სტრუქტურას ცვლის.პრაქტიკულად ხდება თიხის დნობა,რაც გამორიცხავს შიდა ფორებს,ამიტომ აგური სისველეს აღარ იწოვს.ყველაზე მაღალი წყლის შთანთქმით (6%-8%) გამოირჩევა ხელნაკეთი აგური,რადგანაც მისი ზედაპირი არ არის დამუშავებული.შედარებისათვის,ჩვეულებრივ აგურის წყლის აბსორბცია 14%-20% ფარგლებშია.ეს იმას ნიშნავს რომ აგური სისველეს იწოვს და მერე მისი გარეთ გამოსვლა ხდება.თუ ფასადის კედელი დასველდა და შემდგომ მოიყინა,აგური აუცილებლად დაზიანდება,რაც კლინკერის აგურით მოპირკეთების შემთხვევაში გამორიცხულია.წყლის შეწოვის ძალზე დაბალი მაჩვენებლის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა,რომ აგურის ზედაპირზე გამოირიცხება მარილების წარმოქმნა.გერმანული აგურით მოპირკეთებისას აუცილებელია კედელსა და აგურს შორის რაიმე საიზოლაციო ფენის შექმნა,რადგანაც ამ სივრცეში ხშირად გროვდება კონდენსატი,რომელიც ვერ გავა გარეთ და შეაღწევს შიგნით.იმისათვის რომ კონდენსატი გავიდეს,აგურის წყობაში კეთდება სპეციალური “ფანჯრები”,ანუ აგურებს შორის “ფუგები”-ს ნაწილი არ ივსება ცემენტის ხსნარით.
    ამით მიიღწევა შიდა სივრცის ვენტილირება და ამავდროულად წყლის გარეთ გამოსვლა.
  2. ფასადის აგურით მოპირკეთება – აქ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ გერმანულ სამშენებლო ხსნარებს.ჩვენს ასორტიმენტში არის სპეციალური ფერადი ხსნარები,რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აგურის ერთდროული წყობა და აგურებს შორის “ფუგების” ამოვსება.გასათვალისწინებელია ის გარემო,რომ გერმანული აგური არ არის სტანდარტული ერთი ფერის ან შეფერილობის.მაგალითად,იდენტური არტიკულის მქონე თიხის აგური სხვადასხვა პარტიებში შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან,რაც განპირობებულია აგურის გამოწვის ტექნოლოგიით.ამის გათვალისწინება კი აუცილებელია ორი ფაქტორის გამო – მოსაპირკეთებლად აგური უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ერთი პარტიიდან,რაც ფასადის “აჭრელებას” გამორიცხავს და თან სწორად შევარჩიოთ “ფუგის” ფერი,რაც პირდაპირ მოქმედებს ფასადის დიზაინზე და სახლის იერსახეზე.
  3. ფასადის დეკორატიული მოპირკეთება ხორციელდება დეკორატიული აგურის გამოყენებით.ჩვენი არჩევანი ძალზე დიდია,რადგანაც აგურის მწარმოებელი კომპანიები აგურის სპეციალური ფორმების უპრეცენდენტოდ ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ.შესაძლებელია როგორც ძველი შენობების რესტავრირება,ისე ახალი ობიექტების მშენებლობის წარმოებისას.რესტავრირების შემთხვევაში კი ხდება დეკორატიული ელემენტების მისადაგება,რათა არ დაირღვეს ფასადის დიზაინი და აგრეთვე შენარჩუნდეს პირვანდელი სახე.ახალი მშენებლობის პირობებში ეს უფრო მარტივია,რადგან ხდება პროექტში დეკორატიული დეტალების შეტანა.ფასადის დეკოკორატიული მოპირკეთება მარტივად შესაძლებელია დეკორატიული აგურის გამოყენების გარეშეც შესრულდეს,უბრალოდ აქ საჭიროა ფასადზე აგურის განსხვავებული წყობით დაგება.

გერმანული აგური გამოირჩევა უაღრესად მაღალი საექსპლუატაციო და ვიზუალური მაჩვენებლებით და
მისი გამოყენება ნებისმიერი სირთულის და დანიშნულების ობიექტების მშენებლობას,აღდგენას და რესტავრირებას შეუწყობს ხელს.

ჩვენი კომპანია ახორციელებს მოპირკეთებით და სამშენებლო სამუშაოებს სტანდარტების და ხარისხის მაღალი დონის დაცვით,განსაკუთრებული შეკვეთის პირობებში კი გერმანელი სპეციალისტების ჩართვით სამშენებლო და დაგეგმარებით სამუშაოებში.

შექმენით თქვენი ობიექტის დიზაინიOBJECT DESIGN
პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

ფასადის აგური - ფორმები,ფერები,ზედაპირები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის დეკორატიული აგური - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის დეკორატიული მოპირკეთება- ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

open & close ფასადის მოსაპირკეთებელი აგური & ფილა - წყობის ფორმები

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

open & close ფასადზე ფილებს შორის & აგურებს შორის ფუგები - ნიმუშები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

სამშენებლო სერვისები