• FELDHAUS-KLINKER
  • STROEHER-GmbH
  • QUICK-MIX-GmbH
  • ABC-KLINKERGRUPPE
  • ISOKLINKER-GmbH
  • CREATON-AG
  • GIMA-ZIEGEL-GmbH
  • SNAIL LTD

კლინკერის ფასადის & ინტერიერის აგური

FASADIS & INTERIERIS AGURI
კლინკერი
 - ერთგვარი მკვრივი აგური, რომელიც არ იწოვს სისველეს.ასეთია კლინკერის ფასადის აგური (განმარტება უცხო სიტყვათა ლექსიკონში.)არსებობს მრავალი სახეობის ფასადის აგური და მათ თავისი რიგის დამახასიათებელი ტექნიკური მონაცემები გააჩნია.პროდუქცია,რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავდება სხვა ყველა ნაწარმისაგან რამდენიმე უნიკალური თვისებით,რაც კლინკერის ფასადის და ინტერიერის მოსაპირკეთებელ აგურს გამორჩეულს ხდის.კლინკერის აგურს არც ისე ბევრი აგურის ქარხანა აწარმოებს,რადგან მისი თიხის ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე მიყვანა არც ისე იოლი საწარმო პროცესია.კლინკერის ფასადის მოსაპირკეთებელი აგური გამოირჩვევა ბუნებრივი ფერების “თამაშით”,თბილი ტონებით და გამომწვარი თიხის ნატურალური სილამაზით.აგურის ფერი და აგურის ზედაპირის დამუშავება,ზომების და ფორმების უაღრესად დიდი არჩევანი ნებისმიერი სირთულის და არქიტექტურული ფორმის შენობის მოპირკეთებას ემსახურება.კერამიკული აგურით მოპირკეთებული ფასადი მრავალი ათწლეული უცვლელად შეინარჩუნებს ფერსა და ფორმას,იოლი მოსავლელია და რაც მთავარია,ყოველთვის პრესტიჟულია.

პირველ ეტაპზე ხდება თიხის დამუშავება ე.წ. “ხორცსაკეპებში”,რაც პირველადი ნედლეულის (თიხის) საჭირო კონსისტენციამდე დაყვანას უზრუნველყოფს.შემდეგ,მეორე ეტაპზე, პროდუქცია ფორმირდება ექსტრუზიის მეთოდით,რაც მასში სიცარიელეებს გამორიცხავს,ეს კი მომავალში გამოწვის პროცესში აგურს ძალზე მაღალ ტექნიკურ მაჩვენებლებს სძენს.ბოლო,3 ეტაპზე თიხის აგურის გამოწრთობა ხდება ტუნელურ ღუმელში მაღალ (1030º C / 1380º C) ტემპერატურებზე.მთლიანობაში აგურს ღუმელში 72 საათამდე აჩერებენ მისი სრული გამოშრობის მიზნით.აგურის ზედაპირის დამუშავების მეთოდები კი უამრავია და ყველა მწარმოებელი თავის გამორჩეულ და განსხვავებულ დამუშავების ტექნოლოგიას მიმართავს,ამასთან,ყველა ქარხანას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერების კოლექციები.

  • ფასადის აგური – წყალშთანთქმა  1% / 6%
  • ფასადის აგური – ყინვამედეგობა 250 ციკლზე მეტი.
  • მოსაპირკეთებელი აგური – სიმტკიცის მაჩვენებელი  M250-დან.
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური – გამოწვა 1100°C ზევით.
  • ფასადის & ინტერიერის ხელნაკეთი აგური90-ზე მეტი მოდელი.
  • მოსაპირკეთებელი აგური – ფერების 370-ზე მეტი ვარიანტი.
  • სპეციალური დაკვეთით – ნებისმიერი ფერის აგურის წარმოება.
  • სპეციალური ფერების აგურის ზედაპირები – 15-მდე ვარიანტი
  • ფასადის აგური – ზედაპირის დამუშავების 30-ზე მეტი ვარიანტი.
  • ფასადის & ინტერიერის აგური – ფორმატების 25-ზე მეტი ვარიანტი.
  • ეკონომიური ფორმატის აგური (აგურის ფილა,თხელი აგური) – 110-ზე მეტი.
  • ფასადის & ინტერიერის დეკორატიული აგური100-ზე მეტი ფორმა.
  • აგურის ფორმები – უნასვრეტო აგური,ნასვრეტებიანი აგური,სპეციალური აგური
  • ბიოლოგიურად მდგრადი მასალა – არ იკიდებს ობს,ხავსს …
  • ქიმიურად მდგრადი პროდუქცია – არ იპოხება ზეთით,ცხიმით …
  • აგურის საღებავით დაზიანება – ირეცხება წყლით & სარეცხი საშუალებებით.
  • კლინკერის აგურით მოპირკეთებული ფასადი – მარილწარმონაქმნების არარსებობა
  • აგურის სპეციალური ფორმები – აგური კუთხის,აგური რადიალური …
  • აგური სპეციალური – აკუსტიკური აგური,წყალგაუმტარი აგური …
  • აგურის სპეციალური ზომები – აგური რიგელური,აგური მოდულური …
  • ფასადის & ინტერიერის მოჭიქული აგური – სპეციალური დაკვეთით
  • აგურის კერამიკული ბლოკი – თბოიზოლაციის შიდა ფენით,ტიხრების ბლოკი …
  • სპეციალური აგური – სარდაფის იატაკი,საკანალიზაციო & წყლის სისტემები …
  • სპეციალური დაკვეთით – ნებისმიერი ფერის & ფორმის & ზომის აგური
  • აგურის გამოყენება – ინტერიერი,ექსტერიერი,ბუხრის მოპირკეთება,მარანი …
  • ფასადების მოპირკეთება – გერმანული სტანდარტების სრული დაცვით.
  • ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია – ხელოვნური მინარევების გარეშე.
  • კლინკერის აგური – მწარმოებელი ქარხნების ხარისხის სერტიფიკატები.
  • კლინკერის აგური – მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის სერტიფიკატები.
  • პროდუქციის ექსპლუატაციის მინიმალური ქარხნული გარანტია – 100 წელი
  • ხარისხის 100% გარანტია – პროდუქცია დამზადებულია გერმანიაში !!!

უნდა ითქვას ისიც,რომ ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ სამშენებლო სტანდარტებს – გერმანულს !!! თიხა,რომელსაც იყენებენ კლინკერის საფასადე აგურის დასამზადებლად,იმთავითვე არ შეიცავს მარილებს და ცარცს,რაც შემდგომში ფასადზე მარილების და სხვა წარმონაქმნების გაჩენას გამორიცხავს.ყველა კომპანიას აქვს თავისი გამორჩეული პროდუქცია,და თუ ყურადღებით დაათვალიერებთ – უეჭველად იპოვით იმას,რაც თქვენ გჭირდებათ.კლინკერის თიხის ფასადის აგური არასოდეს შეიცვლის ფერს და ფორმას – ეს 100% გარანტირებულია !!! 

თუ თქვენ რაიმე გამორჩეული ფერის,ფორმის,ფორმატის ან სხვა მონაცემების ფასადის & ინტერიერის აგური გნებავთ,არც ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას – ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის პრაქტიკულად ნებისმიერი სახის დაკვეთა დავაკმაყოფილოთ.დიდი მოცულობის პროდუქციის შეკვეთის შემთხვევაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებები როგორც მასალაზე,ისე ჩვენს სერვისებზე.აგრეთვე ჩვენ ვახორციელებთ შემდეგ სამუშაოებს და სერვისებს – ფასადის დიზაინი & ფასადის მოპირკეთება.აგურით აშენებული სახლი მრავალი ათწლეული ერთგულად მოემსახურება თავის მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ აგურის სახლის მშენებლობა გამოცდილი ხელოსნების მიერ იქნება შესრულებული.

ჩვენი კომპანია ახორციელებს მოპირკეთებით და სამშენებლო სამუშაოებს სტანდარტების და ხარისხის მაღალი დონის დაცვით,განსაკუთრებული შეკვეთის პირობებში კი გერმანელი სპეციალისტების ჩართვით სამშენებლო და დაგეგმარებით სამუშაოებში.ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი წინადადებები და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ როგორც კერძო პირებთან,ისე სამშენებლო,საპროექტო,არქიტექტურულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან,მშენებლებთან ურთიერთხელსაყრელი პირობებით.

ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ ქვედა პანელებს.
დამატებითი ინფორმაცია / პროდუქციის ნიმუშები:+(995 595) 60 20 66

ფასადის აგური - ფორმები,ფერები,ზედაპირები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის დეკორატიული აგური - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის დეკორატიული აგური - გამოყენება

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის მოჭიქული აგური - ნიმუშები,ფერები

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის მოჭიქული აგური & ფილა - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

კლინკერის ცეცხლგამძლე აგური & ფილა - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

აგური აკუსტიკური & სპეციალური აგური - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის მოსაპირკეთებელი აგური & ფილა - წყობის ფორმები

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადზე ფილებს შორის & აგურებს შორის ფუგები - ნიმუშები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს: