• FASADIS & INTERIERIS FILA
  • AGURI FASADIS & INTERIERIS
  • SAMSHENEBLO XSNAREBI
  • FASADIS KERAMIKULI SISTEMEBI
  • NATURALURI TIXIS KRAMITI
  • IATAKIS KERAMIKA & SAFEXUREBI
  • AGURIS QVAFENILI
  • SAMSHENEBLO XSNAREBI

ფოტოგალერეა - ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები

ფასადის ფილით მოპირკეთება

FASADIS DEKORATIULI MOPIRKETEBA
ფასადის მოპირკეთება სამი მეთოდით ხორციელდება და ჩვენ შევეცდებით მომხმარებელს გავაცნოთ ამ მეთოდების არსი.განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები,რათა თქვენ ჩამოყალიბდეთ არჩევანში და ფასადის მოპირკეთება და ფასადის დიზაინი ერთ კომპლექსში განვიხილოთ.

  • ფასადის ფილებით ფასადის მოპირკეთება

აქ არანაირი სპეციალური მეთოდების და ფასადის ფილის კედელზე წყობის განსხვავებული ტექნიკების გამოყენება არ ხორციელდება.ფასადის თიხის ფილით მოპირკეთება ხდება ჩვეულებრივი წყობით,ფილა მაგრდება ყინვაგამძლე წებოთი ან/და წებოცემენტით.სტანდარტული აგურის წყობა მოიცავს 4 ვარიანტს და მხოლოდ ჰორიზონრალური განლაგება აქვს.ჩვენ ვღებულობთ ოპტიკურად აგურის კედლის სრულ მზგავსებას.ჩვენს ასორტიმენტში ფასადის ფილა წარმოდგენილია 200-ზე მეტი ფერით და 20-ზე მეტი ზომით,რაც ნებისმიერი ობიექტის სრულფასოვან მოპირკეთებას უზრუნველყოფს.ფასადებზე კერამიკული ფილების დამაგრება ხორციელდება მხოლოდ გერმანული სამშენებლო ხსნარებით,რაც ფილის ცვენას ან დაზიანებას სრულიად გამორიცხავს.

  • ფასადის დეკორატიული ფილებით ფასადის მოპირკეთება

დეკორატიული ფილით მოპირკეთება არ განსხვავდება სტანდარტული საბაზისო ფილებით ფასადების მოწყობისაგან.ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ ყინვაგამძლე ცემენტს და წებო-ცემენტს,თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში დეკორატიული ფილა დიზაინის სრულყოფის მიზნით მოითხოვს არასტანდარტული და სპეციალური წყობის გამოყენებას.ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კედლის მოპირკეთება 16 განსხვავებული ვარიანტით ვაწარმოოთ.ჩვენს ასორტიმენტში 80-ზე მეტი ფასადის მოსაპირკეთებელი დეკორატიული ფილა წარმოდგენილი.თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფილების ზედაპირის დამუშავების და ზომის ნებისმიარი ვარიანტი.

  • ფასადის ფილებით ფასადის დეკორატიული მოპირკეთება

ფასადის დეკორატიული მოპირკეთება ყველაზე რთული და შრომატევადი პროცესია,თუმცა საბოლოოდ მომხმარებელი უნიკალური და გამორჩეული დიზაინის შენობას ღებულობს.დეკორატიული ფილა და სტანდარტული ფილა ერტმანეთისაგან მხოლოდ ზედაპირის დამუშავების & გამოწვის ტექნოლოგიით განსხვავდება.ფასადის დეკორატიულ მოპირკეთებაში აგრეთვე ფართოდ გამოიყენება მოსაპირკეთებელი ხელნაკეთი ფილა. დეკორატიული მოპირკეთება გულისხმობს ფილის კედელზე წყობის სპეციალური ფორმების გამოყენებას,ფიგურების,წარწერების,პეიზაჟების და პანოების შექმნას რაც კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით და დახმარებით ხორციელდება.ფასადის დეკორატიულ მოპირკეთებაში ძალზე ფართოდ გამოიყენება ფასადის მოსაპირკეთებელი მოჭიქული ფილები,ფასადის კერამიკული ხელნაკეთი ფილები და სპეციალური დიზაინერული ფილები ზედაპირის დამუშავების და ფერების უნიკალური ასორტიმენტით (ანგობირებული ფილები,არქიტექტურული კერამიკა,სპეციალური გამოწვა)

ფილით მოპირკეთებული ფასადი არაფრით არ განსხვავდება აგურის ფასადისაგან.ფასადის ფილა აგურზე უფრო მჩატეა,მისი მოხმარება უფრო იოლია,უფრო ჩქარი ტემპით ხდება მოპირკეთება და არ არსებობს შეზღუდვა წყობის კუთხით.ასე,მაგალითად,ფასადის აგურის ვერტიკალური წყობით შენობის კედლის მოპირკეთება ძალზე რთული პროცესია,ფასადის ფილა კი უპრობლემოდ მონტაჟდება ნებისმიერი დახრის და სირთულის საფარველზე.თქვენი სახლის დიზაინი შესაძლებელია ნებისმიერ სტილში შესრულდეს და ეს მხოლოდ ჩვენი მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფილებს შორის ე.წ. “ფუგების” ფერს და ხსნარის ხარისხს,რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ფასადის მოპირკეთების ბოლო ეტაპზე.ამოსავსები ხსნარის ხარისხი ფასადის მრავალწლიან საექსპლუატაციო ვადას განაპირობეს.ამიტომ მის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც წებოს ან წებოცემენტს,რომელსაც ფილის დამაგრებისას ვიყენებთ.ამ ორივე შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ პრობლემები.ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ გერმანულ მასალას რაც ობიექტის მრავალწლიან ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
“ფუგის” ფერი ფასადის იესახეს მთლიანად ცვლის,ამიტომ სხვადასხვა ფერის ხსნარი განსხვავებულ ოპტიკურ ეფექტს წარმოქმნის.თქვენ შეგიძლიათ თვითონ იხილოთ,თუ რა ვიზუალური ეფექტი ექნება სხვადასხვა ფერის ფილების და ‘ფუგების” კომბინაციას.იხილეთ 2 ვარიანტი;

  1. ფასადების მოპირკეთება & დიზაინი – ფასადები
  2. ფასადების მოპირკეთება & დიზაინი – ფასადები

ფასადის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი კერამიკა ათწლეულების მანძილზე უნდა იცავდეს თქვენს ობიექტს აგრესიული გარემოს ზემოქმედებისაგან,ამიტომ პროდუქციის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენი ობიექტის სრულ მოპირკეთებას ჩვენი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით და შესრულებული სამუშაოების სრული გარანტიით.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი წინადადებები და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ როგორც კერძო პირებთან,ისე სამშენებლო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან,მშენებლებთან,არქიტექტორებთან ურთიერთხელსაყრელი პირობებით.

ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ ქვედა პანელებს.
დამატებითი ინფორმაცია / პროდუქციის ნიმუშები:+(995 595) 60 20 66

ფასადის ფილა - ფერები,ფორმები,ზედაპირები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის მოჭიქული ფილა & აგური - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის ფილით დეკორატიული მოპირკეთება- ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

open & close ფასადის მოსაპირკეთებელი აგური & ფილა - წყობის ფორმები

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

open & close ფასადზე ფილებს შორის & აგურებს შორის ფუგები - ნიმუშები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს: