• ფასადის & ინტერიერის ფილები
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური
  • სამშენებლო & სარემონტო ხსნარები
  • ფასადის სისტემები & პანელები
  • თიხის კრამიტი & სახურავის აქსესუარები
  • აგურის ქვაფენილი
  • იატაკის ფილები
  • ბუნებრივი გრანიტი
  • დეკორატიული გაბიონები

ფოტოგალერეა - ფასადის სისტემები & ფასადის პანელები

ფასადის პანელების მონტაჟი

FASADIS PANELEBIS MONTAJI
ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია ფასადის სისტემები და ფასადის პანელები ოთხიი განსხვავებული ვარიანტი.სამი პრაქტიკულად იდენტურია,მეოთხე კი შეეხება CREATON -ის ვენტილირებად ფასადის სისტემებს.განვიხილოთ ფასადის პანელების მონტაჟი და ფასადის სისტემების კედელზე დამაგრების წესები და გამოყენების სფეროები.ფასადის სისტემები ემსახურება შემდეგ სფეროებს – ნებისმიერი შენობების თბოიზოლაცია,ფასადის თერმოიზოლაცია,ჰიდროიზოლაცია და ამასთან ერტად ლამაზი იერსახის შექმნა.

¤ თბოსაიზოლაციო ფასადის სისტემა “ISOKLINKER”

ფასადის სისტემები “ISOKLINKER” ერთდროულად ფასადის დათბუნვის,იზოლაციის და მოპირკეთების ფუნქციას ასრულებს და თან აგურით მოპირკეთებული სახლის სრული ვიზუალური ანალოგია.ფასადის სისტემებში ქარხნული წესით არის ჩადუღაბებული ფასადის ფილა და ფასადის მოწყობის შემდგომ მხოლოდ ფილებშორისი “ფუგების” ამოვსებაა საჭირო.ფასადის სისტემის ISOKLINKER მონტაჟი სწრაფად ხორციელდება და ამ სისტემების გამოყენება უმეტესად მრავალსართულიანი სახლების მოპირკეთებაში და დათბუნვაშია მიზანშეწონილი.ფასადის სისტემით სახლის ფასადის მოწყობა უნდა განახორციელონ პროფესიონალებმა,რადგანაც აუცილებელია სწორი საინჟინრო/არქიტექტურული გათვლების ჩატარება.

¤ ფასადის პანელები “KERAPANEL” / ხის პანელები “FACHWERK”

ფასადის პანელები “KERAPANEL” ზუსტად იგივეა,რაც ფასადის სისტემები “ISOKLINKER”,განსხვავება მხოლოდ იმაშია,რომ პანელი არის ასაწყობი და მისი ფასი შედარებით იაფია.მეორე დადებითი მხარე ისაა,რომ ფასადის პანელებში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფასადის ფილის სრული ასორტიმენტი და არჩევანში შეზღუდულები არ ვიყოთ.ფასადის პანელები “KERAPANEL” წარმოადგენს ექსტრუდირებული ქაფპოლისტიროლის და ფასადის მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილის კომბინაციას.როგორც პირველ შემთხვევაში,აქაც საქმე გვაქვს სახლის ერთდროულ დათბუნვასთან და მოპირკეთებასთან.აგრეთვე ფასადის პანელებში შესაძლებელია გრანიტის ფასადის ფილების გამოყენება.

¤ ვენტილირებადი კერამიკული ფასადის სისტემები “CREATON”

ფასადის ვენტილირებადი კერამიკული სისტემები “CREATON” გამოყენების სფერო უფრო კომერციული დანიშნულების ობიექტებია – სასტუმრო,რესტორანი,ოფისის შენობა და ა.შ.ფასადის სისტემა კედელზე სპეციალური სამაგრებიტ მონტაჟდება და ამ პროცესს აუცილებლად პროფესიონალმა სპეციალისტებმა უნდა უხელმძღვანელონ.აუცილებელია საინჟინრო და არქიტექტურული დაგეგმარება,რათა თავიდან იყოს აცილებული არასასურველი შეცდომები.

შექმენით თქვენი ობიექტის დიზაინიOBJECT DESIGN
პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

ფასადის სისტემები - ფორმები,ფერები,ზედაპირები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

სამშენებლო სერვისები