• ფასადის & ინტერიერის ფილები
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური
  • სამშენებლო & სარემონტო ხსნარები
  • ფასადის სისტემები & პანელები
  • თიხის კრამიტი & სახურავის აქსესუარები
  • აგურის ქვაფენილი
  • იატაკის ფილები
  • ბუნებრივი გრანიტი
  • დეკორატიული გაბიონები

კლინკერის მოსაპირკეთებელი მასალები

სამშენებლო მასალების მედეგობა
კლინკერის თიხის კერამიკა,რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს,ძალზე ბევრი დადებითი თვისებებით ხასიათდება.ეს განპირობებულია როგორც თიხის ხარისხით,ისი მისი შემდგომი დამუშავების და გამოწვის პროცესებით.ფიქალის თიხა,რომლითაც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა მზადდება,იმთავითვე არ შეიცავს მარილს და ცარცს,რაც შემდგომში შენობის ფასადის ან იატაკის საფარველის ექსპლუატაციისას შეიძლება პრობლემების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი გახდეს.ასევე მომხმარებელმა უნდა იცოდეს,თუ რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს სამშენებლო მასალებს.

  • კლინკერის მოსაპირკეთებელი & სამშენებლო მასალები – წყალშთანთქმა

როცა საკითხი ექსტერიერის სამშენებლო & მოსაპირკეთებელ მასალებს ეხებე,ეს არის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.მაგალითად,ჩვეულებრივ ფასადის მოსაპირკეთებელ აგურს ან/და ფასადის კერამიკულ ფილას წყალწთანთქმის კოეფიციენტი შეადგენს საშუალოდ 12% – 18%.ეს იმას ნიშნავს,რომ აგური იწოვს სისველეს,რაც შემდგომში უკან უნდა გამოვიდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში სისველე რჩება შიგნით,რაც ფასადის და თვითონ მოსაპირკეთებელი მასალის დაზიანებას იწვევს.კლინკერის კერამიკა გამოირჩევა ძალზე დაბალი წყალშთანთქმით,მაგალითად;ფასადის მოსაპირკეთებელი აგური – 2%-8%,
ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილა – 1%-6%,აგურის ქვაფენილი & ტროტუარის ფილა – 1.5%-2.5%,თიხის კრამიტი – 2%-3.5%,იატაკის კერამიკა & ტერასის ფილა – 1%-3%,ფასადის სისტემები & კერამიკული პანელები – 1%-1.5%.ექსტრუზიის მეთოდით დამუშავებილი და შემდგომ გამომწვარი თიხის შიდა სტრუქტურა არ არის ფოროვანი,რაც წყლის შეწოვას და მისთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას გამორიცხავს.

  • კლინკერის მოსაპირკეთებელი & სამშენებლო მასალები – ყინვამედეგობა

სამშენებლო & მოსაპირკეთებელი კერამიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსაპირკეთებელი მასალის ყინვამედეგობა.ეს კოეფიციენტი დგინდება ლაბორატორიულ პირობებში.ჩვენს შემთხვევაში ეს კოეფიციენტი მერყეობს 250-სა და 850 ციკლებს შორის.შესამოწმებელ პროდუქციას თანმიმდევრულად ყინავენ და ალღვობენ,რის შემდეგაც ამოწმებენ მასზე წარმოქმნილ დაზიანებებს.ყველას შეგვხვედრია დახეთქილი და დაზიანებული მასალა,რაც კლინკერის კერამიკის შემთხვევაში გამორიცხულია.მასალის შიდა სტრუქტურა პრაქტიკულად არ შეიცავს ფორებს და ეს კლინკერის დამუშავების ტექნოლოგიითა და გამოწვის მაღალი ტემპერატურით მიიღწევა.სამშენებლო პროდუქცია გერმანიაში მკაცრ შემოწმებას და კონტროლს ექვემდებარება,მასალის ყინვამედეგობას კი ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

  • კლინკერის მოსაპირკეთებელი & სამშენებლო პროდუქცია – ცეცხლგამძლეობა

კლინკერის გამოწვა ხდება ტუნელურ ღუმელში 72 საათის განმავლობაში.თიხის გამოწვის ტემპერატურა მერყეობს 1040ºC-1260ºC,დროის მოკლე მონაკვეთზე კი 1800ºC-2200ºC აღწევს.კლინკერული კერამიკა აბსოლუტურად ცეცხლგამძლეა და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბუხრების,ისე ღუმელების ასაშენებლად და მოსაპირკეთებლად.თიხა მუშავდება ექსტრუზიის მეთოდით,ქუცმაცდება ძალზე წვრილ სტრუქტურამდე და მაღალ ტემპერატურებზე გამოწვის შედეგად,მასალა პრაქტიკულად დნობის პროცესს განიცდის.გამოწვის პროცესი პირდაპირ კავშირშია მოსაპირკეთებელი მასალის ყინვამედეგობასთან და წყალშთანთქმასთან,ასევე სამშენებლო მასალების & მოსაპირკეთებელი პროდუქციის ფერებთან.

  • კლინკერის სამშენებლო & მოსაპირკეთებელი მასალები – ფერები & ზედაპირები

კლინკერის კერამიკა გამოირჩევა ბუნებრივი ფერების “თამაშით”,რაც განპირობებულია მასალის გამოწვის და დამუშავების ტექნოლოგიური პროცესებით.თუ ჩვეულებრი აგურის გამოწვის პროცესი საშუალოდ 900ºC ხორციელდება,კლინკერის დამუშავება 1100ºC ზევით ხდება და ეს პირდაპირ მოქმედებს როგორც პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებზე,ისე კერამიკის ფერზე.მასალის არცერთი ახალი პარტია არ გავს წინას,თუმცა არსებობს მკაცრი სტანდარტიზაციის ნორმები,რაც გამორიცხავს ფერების ნორმებიდან და სტანდარტებიდან აცდენას.ხშირ შემთხვევაში მასალის ფერი ღუმელში ტემპერატურის ცვალებადობით მიიღწევა.კლინკერული პროდუქციის ფერების კოლექცია ულევია,მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ფერის მასალა დაუკვეთოს მწარმოებელს,თუ რასაკვირველია მან უდიდესი არჩევანის პირობებში ვერ მოიძია მისთვის სასურველი შეფერილობა.რაც შეეხება ჩვენი მასალის ზედაპირს,აქაც ძალზე ფართოდაა წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნება.ერთიანობაში სერიულად იწარმოება 450-ზე მეტი ფერი – თეთრიდან შავამდე,ზედაპირების დამუშავების 40-ზე მეტი ვარიანტი – სტრუქტურირებული,გლუვი,
ხელნაკეთი,პატინირებული,დაძველებური,გახეხილი,გამომწვარი,ქვიშის დანამატებით და დამუშავების სხვა მრავალი ვარიანტი,რაც ფასადის მოპირკეთებისას დიზაინერებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანონ.

  • კლინკერის პროდუქცია – სიმტკიცე & სიმკვრივე & ცვეთის კოეფიციენტი & მდგრადობა

4-ივე ეს კომპონენტი ძალზე მნიშვნელოვანია პროდუქციის მრავალწლიანი ექსპლუატაციის კუთხით.თუ ჩვენს მომხმარებელს აინტერესებს კონკრეტული მასალის ტექნიკური მახასიათებლები,მოგვმართეთ და ჩვენ გამოგიგზავნით ტექნიკურ დოკუმენტაციას ჩვენს პროდუქციასთან უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით.კლინკერის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები რამდენიმეჯერ აღემატება კერამიკული ნაწარმის სტანდარტულ მაჩვენებლებს,ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ძალზე ექსტრემალური დატვირთვის მქონე ობიექტების მოპირკეთებაში და აშენებაში.მაგალითად,კლინკერის აგურს იყენებენ მაღალსართულიანი სახლების ფუნდამენტის გამაგრებაში,საკანალიზაციო სისტემების მოპირკეთებაში და ა.შ.ძალზე დაბალი ცვეთა,მაღალი სიმტკიცე & სიმკვრივე კლინკერის დამახასიათებელი ნიშნებია,რაც მის გამოყენებას შეუზღუდავს ხდის.კლინკერის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური მდგრადობით,რაც ძალზე აგრესიულ გარემოში მის გამოყენებას უზრუნველყოფს – მასალა არ იკიდებს ობს და ხავსს,არ შედის რეაქციაში ქიმიურ ელემენტებთან,არ იპოხება ზეთით და ცხიმებით.

  • კლინკერის სამშენებლო & მოსაპირკეთებელი მასალები – გამოყენების სფეროები

ჩვენი პროდუქციის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი დანიშნულების და სირთულის ობიექტების მშენებლობაში,მოპირკეთებაში და რესტავრირებაში.უამრავი ფერი,დეკორატიული ფორმები,სპეციალური ელემენტები და ზედაპირის დამუშავების ფორმები ამის საშუალებას იძლევა.როცორც არქიტექტორებს და დიზაინერებს,ისე მშენებლებს და ხელოსნებს აქვთ საშუალება ნებისმიერი ჩანაფიქრი და დაკვეთა სისრულეში მოიყვანონ.მაგალითად,ფასადის მოსაპირკეთებელი აგური უკვე დიდი ხანია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალიდან დეკორატიულ მასალად გარდაიქმნა.ჩვენი კომპანია მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება და თავისმხრივ,სპეციალური პირობები და წინადადებები შესთავაზოს მასალის მსხვილ დამკვეთებს.არ არის არცერთი სფერო,სადაც ჩვენი პროდუქციის გამოყენება შეზღუდულია ან არ არის მიზანშეწონილი;ფასადის მოპირკეთება,იატაკის მოპირკეთება,სახურავის გადახურვა,ლანდშაფტური დიზაინი,ტერასების & ბაღების მოპირკეთება,ფასადების თერმო და თბოიზოლაცია,ინტერიერებისა და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მოპირკეთება & მშენებლობა და ბევრი სხვა.

  • კლინკერის სამშენებლო & მოსაპირკეთებელი მასალები – საექსპლუატაციო ვადები

პროდუქციის საექსპლუატაციო ვადებზე პირდაპირ მოქმედებს მასალის ტექნიკური მახასიათებლები.თუ საკითხი სამშენებლო ან მოსაპირკეთებელ მასალას ეხება,საექსპლუატაციო ვადა ძალზე მნიშვნელოვანია და მომხმარებლის ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს.მაგალითად,ფასადის აგურის ექსპლუატაციის გარანტია მინიმალური 50-წლიანი ქარხნული გარანტიით განისაზღვრება.ეს არ ნიშნავს,რომ აგური ამ პერიოდის მერე დაზიანდება ან მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება.უბრალოდ,გერმანიაში მოქმედი კანონებით,მწარმოებელ კომპანიებს არ აქვთ უფლება მიუთითონ ისეთი საექსპლუატაციო ვადები,რაც კანონით დაშვებული არ არის.

სამშენებლო პროდუქცია,რომელსაც ჩვენი კომპანია წარმოგიდგენთ,გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ექსპლუატაციის უდიდესი ვადით.გერმანული ბრენდების მიერ წარმოებული სამშენებლო & სარემონტო და მოსაპირკეთებელი კერამიკის და მასალების უდიდესი არჩევანი ნებისმიერი ჩვენი მომხმარებლის გემოვნების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა.

შექმენით თქვენი ობიექტის დიზაინიOBJECT DESIGN
პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

ბუნებრივი გრანიტი - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

დეკორატიული გაბიონები - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ნატურალური თიხის კრამიტი - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

იატაკის კერამიკა & ტერასის ფილები - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

აგურის ქვაფენილი & ტროტუარის აგური - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის სისტემები & საიზოლაციო პანელები - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი აგური - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

მშრალი სამშენებლო ხსნარები QUICK - MIX - სრული ასორტიმენტი, PDF

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს:
  • კომპანია QUICK - MIX ( კატალოგები ) → PDF
სამშენებლო სერვისები