• FASADIS & INTERIERIS FILA
  • AGURI FASADIS & INTERIERIS
  • SAMSHENEBLO XSNAREBI
  • FASADIS KERAMIKULI SISTEMEBI
  • NATURALURI TIXIS KRAMITI
  • IATAKIS KERAMIKA & SAFEXUREBI
  • AGURIS QVAFENILI
  • SAMSHENEBLO XSNAREBI

სამშენებლო & მოსაპირკეთებელი მასალები


სამშენებლო კომპანია BAU GROUP 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებელს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის უამრავ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ პროდუქციას სთავაზობს.ჩვენს მიერ მოწოდებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი პროდუქციის ასორტიმენტი აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ ტექნიკურ და ეკოლოგიურ სტანდარტებს.

როდესაც მომხმარებელი ობიექტს არემონტებს,აშენებს ან მის რესტავრირებას ახდენს,გამოყენებული მასალების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.სამშენებლო პროდუქცია რამოდენიმე ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს,რაც აუცილებელია თქვენი ობიექტის გარეგნული იერსახის და ხანგრძლივვადიანი ექსპლუატაციის მიზნით.ჩვენი კომპანია მოგაწვდით და დაგიმონტაჟებთ მხოლოდ ისეთ მასალას,რომელილიც მრავალი ათწლეულის მანძილზე არ საჭიროებს შეცვლას და განახლებას.ჩვენ ასორტიმენტშია შემდეგი მოსაპირკეთებელი & სამშენებლო მასალები;

  • კლინკერის აგური – ფასადის,ინტერიერის,დეკორატიული,სპეციალური ფორმების,სპეციალური ფერების და ზედაპირის დამუშავების უამრავი ვარიანტი.პროდუქცია გამოიყენება მკვეთრად აგრესიულ გარემოში,გამოირჩევა ძალზე მაღალი ტექნიკური მონაცემებით და უნიკალური ფერების კოლექციებით.მზადდება როგორც სტანდარტული ფორმატებით,ისე სპეციალური ზომებით და ფერებით.საექცპლუატაციო პერიოდი არ განისაზღვრება.აბსოლუტურად ეკოლოგიური,ყინვაგამძლე და ცეცხლგამძლე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი პროდუქცია,არ იცვლის ფერს და ფორმას,არ შედის რეაქციაში ქიმიურ ელემენტებთან,არ საჭიროებს შემდგომ მოვლას და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.კლინკერის აგური ცნობილია თავისი მაღალი სიმტკიცით,სიმკვრივით,ბუნებრივი და თბილი ფერებით,აბსოლუტური ცეცხლგამძლეობით და ყინვამედეგობით.
  • კლინკერის ფილები - ფასადის,ინტერიერის,დეკორატიული,სპეციალური ფორმების,სპეციალური ფერების და ზედაპირის დამუშავების უამრავი ვარიანტი.პროდუქცია გამოიყენება მკვეთრად აგრესიულ გარემოში,გამოირჩევა ძალზე მაღალი ტექნიკური მონაცემებით და უნიკალური ფერების კოლექციებით.მზადდება როგორც სტანდარტული ფორმატებით,ისე სპეციალური ზომებით და ფერებით.მინიმალური საექსპლუატაციო პერიოდის  გარანტია განისაზღვრება 35 წლიანი ვადით.არ იცვლის ფერს და ფორმას,არ შედის რეაქციაში ქიმიურ ელემენტებთან,არ საჭიროებს შემდგომ მოვლას და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.
  • იატაკის ფილები – ინტერიერის და ექსტერიერის კლინკერის კერამიკული ფილები,დეკორატიული ელემენტები,სპეციალური ფორმების და ფერების უდიდესი არჩევანი.გამოიყენება ნებისმიერი ინტერიერის,ეზოს,ტერასების,ბასეინების და ტექნიკური დანიშნულების ობიექტების ესტეთიურ მოპირკეთებაში.უძლებს ექსტრემალურ დატვირთვებს,გაიცემა ყინვამედეგობის გარანტია.იატაკის კერამიკის მინიმალური საექსპლუატაციო პერიოდის  გარანტია განისაზღვრება 25 წლიანი ვადით.არ იცვლის ფერს და ფორმას,არ შედის რეაქციაში ქიმიურ ელემენტებთან,არ საჭიროებს შემდგომ მოვლას და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.კოლექციებში აგრეთვე შედის კერამიკული კიბის საფეხურები.
  • თიხის კრამიტი – ნატურალური,ანგობირებული და მოჭიქული,სპეციალური გამოწვის კრამიტის ზედაპირები.თიხის კრამიტის ფერების და ფორმების უდიდესი არჩევანი,სახურავის გასაფორმებელი და მოსაწყობი ელემენტების სრული კომპლექტი,დამცავი საშუალებების უდიდესი არჩევანი.ფერის უცვლელობის,ყინვამედეგობის და ეკოლოგიურობის სრული გარანტია.პროდუქციის მინიმალური ქარხნული გარანტია შეადგენს 50 წელს.სპეციალური დაკვეთით ნებისმიერი ფერის და ფორმის კრამიტის დამზადების საშუალება.ასევე ჩვენ გთავაზობტ სახურავის საიზოლაციო და დამცავი ელემენტების სრულ კომპლექტს.
  • აგურის ქვაფენილი – ტროტუარის,ბაღის,ტერასების,ბილიკების,სკვერების და სხვა ნებისმიერი სირთულის ობიექტების მოპირკეთება,სადაც საჭიროა ზემაღალი გამძლეობის და უცვეთობის მქონე მოსაპირკეთებელი მასალა.გამოირჩევა აბსოლუტური ყინვამედეგობით,გამოიყენება მკვეთრად ექსტრემალურ პირობებში,არ იცვლის ფერს და ფორმას,არ საჭიროებს შემდგომ მოვლას.იწარმოება უამრავი დეკორატიული და ტექნიკური დანიშნულების მქონე ფორმები,რის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლოგა გეძლევათ ნებსმიერი სირთულის ობიექტის მოპირკეთება განახორციელოთ.აგურის ქვაფენილის სწორი დაგების შემთხვევაში პროდუქციის მინიმალური საექსპლუატაციო ვადები არ განისაზღვრება.სპეციალური დაკვეთით ნებისმიერი ფერის და ფორმის დამზადება.
  • ფასადის სისტემები – კერამიკული,ვენტილირებადი,საიზოლაციო და ა.შ.პროდუქციის გამოყენების სფეროები არ არის შეზღუდული:მრავალსართულიანი სახლი,აგარაკი,კოტეჯი,დამხმარე და მცირე შენობა-ნაგებობები,საკუთარი სახლები,სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ობიექტები,ნებისმიერი სირთულის პროექტები.ფასადის სისტემების და ფასადის პანელების საექსპლუატაციო ვადები არ არის განსაზღვრული.
  • მშრალი სამშენებლო ხსნარები – მშენებლობისათვის და მოპირკეთებისათვის საჭირო ნებისმიერი დანიშნულების მქონე მაღალხარისხიანი გერმანული წარმოების პროდუქცია.ასორტიმენტი ძალზე ფართოა და სამშენებლო სფეროს ყველა ასპექტს მოიცავს.სრული ინფორმაცია ჩვენ პროდუქციაზე იხილეთ მწარმოებელი კომპანიის საიტზე → www.quick-mix.de ჩვენი კომპანია მოსაპირკეთებელი და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას იყენებს მხოლოდ გერმანულ მაღალხარისხიან ხსნარებს.
  • მოსაპირკეთებელი მასალები & სამშენებლო მასალები – სერთიფიცირებული გერმანული პროდუქცია ყველა სახის თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენით.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი წინადადებები და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ როგორც კერძო პირებთან,ისე სამშენებლო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან,მშენებლებთან,არქიტექტორებთან ხელსაყრელი პირობებით.სამშენებლო კომპანია BAU GROUP ახორციელებს სამშენებლო სამუშაოების სრულ სპექტრს – სამშენებლო მასალების მომხმარებლამდე მიწოდებიდან სამშენებლო პროდუქციის ხარისხიანი მონრაჟის ჩათვლით.

პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

ნატურალური თიხის კრამიტი - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

იატაკის კერამიკა & ტერასის ფილები - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

აგურის ქვაფენილი & ტროტუარის აგური - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის სისტემები & საიზოლაციო პანელები - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილა - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი აგური - ფორმები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

მშრალი სამშენებლო ხსნარები QUICK - MIX - სრული ასორტიმენტი, PDF

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულს:
  • კომპანია QUICK - MIX ( სრული ასორტიმენტი / კატალოგები ) → PDF
SAMSHENEBLO KOMPANIA BAU GROUP CBC