• ფასადის & ინტერიერის ფილები
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური
  • სამშენებლო & სარემონტო ხსნარები
  • ფასადის სისტემები & პანელები
  • თიხის კრამიტი & სახურავის აქსესუარები
  • აგურის ქვაფენილი
  • იატაკის ფილები
  • ბუნებრივი გრანიტი
  • დეკორატიული გაბიონები

ფოტოგალერეა - ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი აგური

ფასადის ხელნაკეთი აგური

ხელნაკეთი აგური
კლინკერის თიხის ფასადის & ინტერიერის მოსაპირკეთებელი ხელნაკეთი აგური უმეტესად ისტორიული შენობების რესტავრირებისას გამოიყენება.თიხის ხელნაკეთი აგური,ისევე როგორც კლინკერის თიხით დამზადებული პროდუქცია,ბუნებრივი ფერების თამაშით და ნატურალური სილამაზით გამოირჩევა.თუ გადაწყვიტეთ თქვენი ობიაქტის ფასადის დიზაინი შექმნათ რეტრო-სტილში,მაშინ მოსაპირკეთებლად გამოიყენეთ ხელნაკეთი აგური ან /და მისი უფრო იაფი ალტერნატივა – ფასადის ხელნაკეთი ფილები

ფასადის ხელნაკეთი აგური ორი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება.პირველ შემთხვევაში თიხის ფორმირება სპეციალურ ხის ყუთებში ხორციელდება,შემდეგ კი მისი გამოწვა ხდება.ამ მეთოდის გამოყენება ძალზე იშვიათად ხდება,რადგანაც ეს ძალზე შრომატევადი პროცესია და დროის უდიდეს დანახარჯებთანაა დაკავშირებული.თანაც ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შეუძლებელია ხელნაკეთი აგური დამზადდეს დიდი რაოდენობით.ამიტომ ამ ტექნოლოგიას უფრო ხშირად იყენებენ სპეციალური ფორმების აგურის დასამზადებლათ და ჩვენში ამ აგურს დეკორატიულ აგურს უწოდებენ.დეკორატიული აგური მზადდება სტანდარტული ზომებით,მწარმოებელ ქარხნებს კი ეს სტანდარტები ყველას თავისი აქვთ,თუმცა არის შემთხვევები,როდესაც არის აუცილებლობა არასტანდარტული ზომის ან/და ფორმის მოსაპირკეთებელი აგური იქნეს გამოყენებული.აი ზუსტად ამ შემთხვევაში მზადდება ხელნაკეთი აგური დეკორატიული ფორმებით.მეორე მეთოდი არის დაკავშირებული თიხის აგურის ზედაპირის დამუშავების მეთოდოლოგიასთან.გერმანელი სპეციალისტები აგურის ზედაპირს უამრავი მეთოდით ამუშავებენ და აგურის სპეციფიკაციაში ყოველთვის არის მითითებული,თუ ზედაპირის რა დამუშავება და გამოწვა არის გამოყენებული.ასე,მაგალითად,კომპანია ABC KLINKERGRUPPE 14-ზე მეტ კერამიკული აგური ზედაპირის დამუშავების ხერხს იყენებს;გახეხილი,პატინიტებული,ხელნაკეთი,დაძველებული,ქვიშით და სხვა.

აგური,დამზადებული მეორე ტექნოლოგიით,არის სერიული წარმოების და მას უწოდებენ ხელნაკეთი ზედაპირის აგურის ოპტიკის მატარებელ ტექნიკას.ჩვენს მიერ წარმოდგენილი აგურის მწარმოებელი ქარხნები სერიულად აწარმოებენ ხელნაკეთ აგურს,ამიტომ არჩევანი ძალზე დიდია და მხოლოდ ჩვენი მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული,თუ რა ფერის ფასადის მოსაპირკეთებელი ხელნაკეთი აგური გამოიყენოს ობიექტის მოპირკეთებაში.მაგალითად,კომპანიის FELDHAUS აგურის ასორტიმენტის პრქტიკულად მეოთხედი ხელნაკეთი აგურის კატეგორიას მიეკუთვნება (შეგიძლიათ იხილოთ ფასადის მოსაპირკეთებელი ფილის SINTRA მაგალითებზე),კომპანიის GIMA ხელნაკეთი აგური გამოიყენება როგორც ფასადის მოსაპირკეთებლად,ისე იატაკების და გარე ტერასების გასაწყობათ,ანუ აგურის ქვაფენილის ფუნქციასაც ჩინებულად უმკლავდება.თუ თქვენ ამ საკითხს ეკონომიური კუთხით მიუდგებით,მაშინ მომხმარებელს ურჩევნია ფასადის მოპირკეთება ფასადის ფილით განახორციელოს,თანაც ფასადის და ინტერიერის მოსაპირკეთებელი ფილა როგორც საბაზისო,ისე ხელნაკეთი ფორმებით მზადდება.ფასადის ხელნაკეთი ფილა იგივე ზედაპირით და ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა,როგორც ხელნაკეთი აგური,განსხვავება მხოლოდ სისქეშია.ხელნაკეთი ფილა იხილეთ აქ – ფასადის ხელნაკეთი ფილები

ხელნაკეთი აგურით მოპირკეთებული შენობა ძველებურ იერსახეს იძენს,ამიტომ ხელნაკეთი აგური უფრო ცნობილია როგორც რეტრო-სტილის აგური.თუ თქვენ ე.წ. სოფლის სტილი გხიბლავთ,მაშინ ხელნაკეთი აგური ექსტერიერის გალამაზებაში და სიმშვიდის შექმნაში უთუოდ გაგიწევთ დახმარებას.

შექმენით თქვენი ობიექტის დიზაინიOBJECT DESIGN
პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

open & close ხელნაკეთი აგური FELDHAUS SINTRA - სამოდელო რიგი

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

open & close ხელნაკეთი აგური GIMA HANDSCHLAGZIEGEL - სამოდელო რიგი

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

ფასადის მოსაპირკეთებელი აგური & ფილა - წყობის ფორმები

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

ფასადზე ფილებს შორის & აგურებს შორის ფუგები - ნიმუშები

ინფორმაციის გასაცნობად მიაკლიკეთ გამოყოფილ ბმულებს;

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაკლიკეთ სასურველ სურათს:

სამშენებლო სერვისები