• ფასადის & ინტერიერის ფილები
  • ფასადის მოსაპირკეთებელი აგური
  • სამშენებლო & სარემონტო ხსნარები
  • ფასადის სისტემები & პანელები
  • თიხის კრამიტი & სახურავის აქსესუარები
  • აგურის ქვაფენილი
  • იატაკის ფილები
  • ბუნებრივი გრანიტი
  • დეკორატიული გაბიონები

ფოტოგალერეა - ფასადის სისტემები & ფასადის პანელები

ფასადის პანელები FACHWERK

XIS PANELEBI
ხის სახლები FACHWERK – გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ხის სახლი,რომლის ძირითადი დამახასიათებელი ხის კონსტრუქციული ნაწილია.გერმანული ტექნოლოგიით პირველად ხის სახლების მშენებლობა შუა საუკუნეებში დაიწყო,შემდეგ კი უკვე ფართოდ გავრცელდა როგორც ბევრ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში,ისე მთელს მსოფლიოში.ამ სტილის დამახასიათებელი ძირითადი კომპონენტია არა მასიურად ხის გამოყენება,როგორც მაგალითად ფინურ ხის სახლებში,არამედ მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილის ხით ამოყვანა და შემდეგ მისი შევსება სამშენებლო მასალებით – აგურით,ბუნებრივი ქვით და ა.შ.ხის სახლის მშენებლობა ბევრ სიძნელესთანაა დაკავშირებული,ამიტომ ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა მომხმარებელს შესთავაზოს ბევრად უფრო იოლი და ეკონომიურად მიმზიდველი ვარიანტი – არსებული შენობების ფასადების მოპირკეთება “FACHWERK” – ის სტილით და ობიექტის დიზაინის შეცვლა.

  1. ფასადის ფილების გამოყენება – ფასადის დიზაინი ითვალისწინებს ფასადის ფილებით ხილული ნაწილების ამოვსებას როგორც აგურის წყობით,აგრეთვე დეკორატიული წყობის გამოყენებით.ხის კონსტრუქციული ნაწილის იმიტაცია სრულდება როგორც ნატურალური ხის,ისე ქაფპოლისტიროლის ან კომპოზიტური მასალებით.
  2. შიდა სექციების შეღებვა – ამ შემმთხვევაში ხის კონსტრუქციის შიდა ნაწილი იღებება შერჩეულ ფერებში,რომელშიც დამკვეთს სურს ფასადის დიზაინის გადაწყვეტა.აქ შიდა ფენა შეიძლება იყოს გალესილი,ასევე შესაძლებელია დათბუნების და იზოლაციის გამოყენება.
  3. ბუნებრივი ქვით შევსება - შიდა სექციების შევსება ხორციელდება ბუნებრივი ქვით,ხის კონსტრუქციის იმიტაცია ზემოთ მოყვანილი ვარიანტების ანალოგიურად
  4. ფასადის ხის პანელები FACHWERK – მზადდება შიდა საფარი OSB 3 ფილებით,შემდგომ ამ საფარველზე მონტაჟდება ის მასალები,რომელიც შერჩეულია მომხმარებლის მიერ.ფასადის პანელების აწყობა და კედელზე მიმაგრება ხორციელდება წელიწადის ნებისმიერ დროს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებისა,შესაძლებელია სხვა ვარიანტების გამოყენება ობიექტების დიზაინის შერჩევისას და მოპირკეთებისას.ეს არქიტექტურული ვარიანტი ფართოდ გამოიყენება როგორც კერძო სახლების,ისე ოფისების,მაღაზიების და სხვა ნებისმიერი დანიშნულების ობიექტების დიზაინის შერჩევაში.ხით მოპირკეთება აგრეთვე ხორციელდება ინტერიერში,რაც ნებისმიერი მასალით აშენებულ სახლს ხის სახლის სრულ იერსახეს სძენს.

შექმენით თქვენი ობიექტის დიზაინიOBJECT DESIGN
პროდუქციის ნიმუშები / ინფორმაცია 595602066 / 577561991
ტექნიკური ინფორმაციის გასაცნობად გახსენით ქვედა პანელები

ფასადის პანელები "FACHWERK K" - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

ფასადის პანელები "FACHWERK P" - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

ინტერიერის მოპირკეთება "FACHWERK" - ფოტოგალერეა

გამოსახულების სრული ზომის სანახავად მიაწკაპეთ სასურველ სურათს:

სამშენებლო სერვისები